понедельник, 17 августа 2015 г.

ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგიები

   განახლებად ენერგიებს მიეკუთვნებიან: მზის ენერგია, ქარის,წყლის და ბიომასა. მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს გიგანტური პროექტები რომლებიც სამომავლოდ უზრუნველყოფენ მოსახლეობის ენერგოეფექტურობის ზრდას. საქართველოს ენერგოეფექტურობის პოტენციალი: საცხოვრებელი ფართის 1მ2 -ის ენერგოუზრუნველყოფაზე საქართველოში იხარჯება 6-8-ჯერ უფრო მეტი ენერგია ვიდრე ევროპაში. ენერგიის დანახარჯი:1% -წყლის გაცხელება 15 % - საკვების მომზადება 63 % - გათბობა 2% - განათება 8% -საყოფაცხოვრებო ელექტროხელსაწყოები
   ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლიან ენერგოეფექტურობის ზრდას. შენობათა ცუდი თბოიზოლაცია, არასაკმარისი ენერგორესურსები,არაადეკვატური და არაეფექტური საკანონმდებლო ბაზა და მოსახლეობისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების განათლების დაბალი დონე.
მზის ენერგია: უმეტეს რაიონებში მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 250-280 დღემდე მერყეობს, სპეციალისტების მიერ შესწავლილია რომ, თუ საქართველოში აშენდება 140-150 კვ-კმ ფართობის ჰელიო სადგური, მიღებული ენერგია დააკმაყოფილებს საქართველოს.ქარის ენერგია: ქარის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო სადგურების აშენებით საქართველოს ენერგეტიკულ სისტემას შეიძლება დაემატოს ეკოლოგიურად სუფთა 1200 მვტ სიმძლავრე. წყლის ენერგია: 26060 მდინარე, 850 ტბა.ბიომასა: საქართველოს ბიომასის ენერგო პოტენციალის სრული შეფასება არ ჩატარებულა. ერთ-ერთ ძირითად ნაირსახეობას წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ნარჩენები.ენერგო რესურსების თანამედროვე მოპოვებისა და მოხმარების პირობებში კაცობრიობას არაგანახლებადი ენერგია 150 წლის მანძილზე ეყოფა.    სოფლიოს მეგა პროექტები: 2050 წლისათვის იგეგმება საჰარას უდაბნოს დიდი ნაწილის ათვისება მზის ფოტოელემენტებით, რითაც შესაძლებელი იქნება ჯამურად 100გვტ-ის გამომუშავება, 2015 წლისთვის ჩინეთი გეგმავს თავისი ენერგეტიკის 40% ჩაანცვლოს მზის ენერგო რესურსით რომლის დადგმული სიმძლავრე იქნება 21GW, ჯამურად აშშ 133 GW-ელ.ენერგიას გამოიმუშვებს განახლებადი ენერგიების საშუალებით, შტატების სამეული რომელიც მოიხმარს მზის ენერგიას: პირველ ადგილს იკავებს ვაშინგტონი- 23,884GW-რაც ამერიკის შეერთბული შტატების მიერ დადგმული სიმძლავრის 7 %-ს წარმოადგენს, შემდეგ კალიფორნია 16.460GW ბოლოს კი ტეხასი 10.985 GW.აშშ–მ და ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ გადაწყვიტა რომ ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა აფრიკის კონტინენტის ქვეყნები და ასევე მსოფლიოსთვის შეექმნათ ონკანის ახალი კონცეფცია რომლის მეშვეობით მოხდებოდა ელ.ენერგიის გამომუშავება.